14:47 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 17:59:19, 1493 ნახვა

სამართალი
სასამართლომ “რესპუბლიკური პარტიის” სარჩელი ცესკო-ს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “რესპუბლიკური პარტიის” სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

მოსამართლის თქმით, პარტიას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო წესით 2 დღის ვადაში შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ”რესპუბლიკური პარტია” სარჩელით ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ ნორმატიული აქტის ბათილად ცნობას  ითხოვდა, რომლითაც ცესკომ „ახალ მემარჯვენეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ნომერი წილისყრის გარეშე მიაკუთნა. 

ცნობისთვის, თინა ხიდაშელის თქმით, ცესკოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე, 145-ე მუხლებს და ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის დადგენილებას, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ საარჩევნო სუბიექტები შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ნომერს ინარჩუნებენ პარლამენტის მომდევნო არჩევნებამდე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics