17:24 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 19:26:16, 1563 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბოსფორის სრუტეზე ახალი ხიდის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 26 აგვისტოს ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან მონაწილეობა მიიღო ქალაქ სტამბოლში მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტის - ბოსფორის სულთან  სელიმ იავუზის სახელობის ხიდისა და ჩრდილოეთ სანაპიროს ავტოსტრადის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში.  

ღონისძიება  თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გახსნა. პრეზენტაციში ასევე მონაწილეობა მიიღეს ბაჰრეინის მეფემ ჰამად ბინ ისა ალ ხალიფამ, ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის წევრმა ბაქირ იზეტბეგოვიჩმა, მაკედონიის პრეზიდენტმა გეორგე ივანოვმა, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა, სერბეთის ვიცე-პრემიერმა რასიმ ლიალიჩმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.    

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი თურქეთის ბოლოდროინდელ ისტორიაში  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობაა. მისი საერთო სიგრძე 2,164 მეტრია, სიმაღლე - 322 მეტრი, სიგანე კი - 59 მეტრი. ახალ ხიდზე გადაადგილებას შძლებს როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტი. პროექტის ღირებულებამ სამი მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.      

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics