17:25 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 13:01:57, 1217 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტს და ჩინური კორპორაციების წარმომადგენლებს შეხვდა

უმსხვილესი ჩინური კორპორაციები საქართველოს სამშენებლო სექტორით, ქართული ღვინით და ტურიზმის სფეროში ინვესტირებით დაინტერესდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კკვირიკაშვილისა და „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტ, მი ენჰუასთან და სხვა ჩინური კორპორაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჩინელ ბიზნესმენებს საინვესტიციო გარემო გააცნო და განაცხადა, რომ საქართველო ინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს - თავისუფალ და ღია ეკონომიკას.

შეხვედრაზე ყურადღება ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე გახვილდა და ხაზი ბოლო პერიოდში ჩინეთში ქართული ღვინის ზრდის დინამიკას გაესვა. 

საუბარი ასევე საქართველოში ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციას და ვიზიტორთა რიცხვის უპრეცედენტო ზრდის მაჩვენებლებს შეეხო. 

მხარეებმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც მათი თქმით, იძლევა დიდ შესაძლებლობას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics