05:56 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 19:41:43, 2093 ნახვა

მსოფლიო
ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტთან სროლის ხმა ისმის

ქაბულში ამერიკული უნივერსიტეტის მახლობლად აფეთქება მოხდა, რის შემდეგადაც შენობასთან სროლა დაიწყო, - ამის შესახებ BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობნება.

მედიის ცნობით, ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული. უნივერსიტეტთან სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანაც მივიდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ამასთან, ერთ-ერთი სტუდენტის ინფორმაციით, მოსწავლეები შენობიდან გასვლას ვერ ახერხებენ. 

ავღანეთის დედაქალაქში ამერიკული უნივერსიტეტის მახლობლად ასევე გენერალური პროკურატურისა და პარლამენტის შენობები მდებარეობს.

ცნობისთვის, ავღანეთში ამერიკული უნივერსიტეტი 2006 წლიდან მოქმედებს. სასწავლებელში ათასზე მეტი სტუდენტი სწვალობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics