05:55 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 14:01:05, 1693 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, 150 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 37-მდე გაიზარდა, მაშველები 150 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, - ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მედიის ინფორმაციით, უცნობია, თუ რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

ყველაზე მეტად სტიქიამ ქალაქი ამატრიჩე დააზარალა. როგორც მერმა სერჯიო პეროციმ განაცხადა, ქალაქის ნახევარი ნანგრევად არის ქცეული.

ამჟამად მთავრობა უსახლკაროდ დარჩენილთათვის დროებითი თავშესაფრის ორგანიზებაზე მუშაობს. იტალიური მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს განსათავსებლად უკვე გადასცეს 650 ბინა.

შეგახსენებთ, რომ მიწიძვრის ეპიცენტრი ცენტრალურ იტალიაში,  ქალაქ პერუჯას მახლობლად მდებარეობდა. ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 03:30 საათზე მოხდა.

მიწისძვრის გამო იტალიის პრეზიდენტმა სიცილიაში ვიზიტი სასწრაფოდ შეწყვიტა და რომში დაბრუნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics