|
2016-08-24 13:02:29, 740 ნახვა
საზოგადოება
რეგიონებში 4 ახალი სპორტის სასახლე და 20 საფეხბურთო, სარაგბო სტადიონი აშენდება
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე გამარჯვებულ ქართველ სპორტსმენებს წარმატებით ასპარეზობა კიდევ ერთხელ მიულოცა. როგორც ხეჩიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს წინა ოლიმპიადასთან შედარებით, წელს უკეთესი შედეგი ჰქონდა. „მინდა, საქართველოს მივულოცო ოლიმპიადაზე ჩვენი ნაკრების წარმატებული გამოსვლა. უკეთესი შედეგი გვაქვს, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე. რაც ყველაზე მთავარია ამ ოლიმპიადამ დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება ვიყოთ ერთობლივი ძალისხმევით წარმატებულები. ის პროექტები, რომლებიც ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელდა, ამის შედეგად, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი გვაქვს და იმედია, რომ შემდგომში ჩვენი ნკარები გაახარებს ჩვენს გულშემატკივარს“, - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა და დასძინა, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან ქართული სპორტისთვის 500 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. „არნახული მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან ქართულ სპორტს, 500 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული 4 თვის მანძილზე როგორც კონკრეტული ფედერაციების, სპორტის სახეობის და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კუთხით, ასევე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა, თუ ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. საქართველო სპორტული ცენტრი გახდა რეგიონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აშენდა, მოხმარდება სპორტის განვითარებას საქართველოში - მასობრივი და პროფესიული სპორტის განვითარებას. რეგიონებში 4 ახალი სპორტის სასახლე აშენდება, ასევე აშენდება 20 საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოში სპორტის განვითარებას, ასევე სპორტის ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა სპორტის მინისტრმა.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)