05:08 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 11:21:00, 1722 ნახვა

მსოფლიო
აშშ: თურქეთის მხრიდან გიულენის ექსტრადირების ოფიციალური მოთხოვნა ამბოხის მცდელობას არ უკავშირდება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ანკარასგან ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა მიიღო, - ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა.

ტონერის თქმით, გიულენის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა, თურქეთში 15 ივლისს განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას არ უკავშირდება. 

ანკარა ვაშინგტონს პენსილვანიაში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ექსტრადირებას უკვე რამდენიმე კვირაა სთხოვს. ფეთჰულა გიულენის დაკავების ორდერი თურქეთის სასამართლომ აგვისტოს დასაწყისში გასცა. ცნობისთვის, დოკუმენტში 75 წლის გიულენს თურქეთში ამბოხის მოწყობის მცდელობა ედება ბრალად. თავად მქადაგებელი ბრალდებებს უარყოფს. აშშ კი თურქეთს ფეთჰულა გიულენის ბრალეულების მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს.

დღეს ანკარაში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩადის. გიულენის ექსტრადირების საკითხმა ნატო-ს ორ წევრს  - აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობები გაართულა. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ გიულენის ექსტრადირებაზე უარი ორმხრივ ურთიერთობებს დააზარალებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics