21:52 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 13:59:47, 762 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გრძელდება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა სამგორის რაიონში მიმდინარე, დასრულებული და დაგეგმილი პროექტები დაათვალიერეს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში 13 ავარიული საცხოვრებელი კორპუსი გაამაგრა. საერთო ჯამში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4.566.455 ლარი დაიხარჯა, პარალელურად სამგორის რაიონის გამგეობამ 4 მისამართზე წყალკანალიზაციის პრობლემა გადაჭრა, რაზეც 82157,91 ლარი დაიხარჯა.

თბილისის მერია ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრებას აგრძელებს; მიმდინარე წელს კიდევ 2 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება დაიწყება (ვარკეთილი 3 პირველი მ/რ, 24-ე კორპუსი, ვარკეთილი 3, 3-ე ა მ/რ, კორპუსი N321, ვარკეთილი 3, 3-ე ა მ/რ, კორპუსი N334).
 
ასევე, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა, დასუფთავების ღონისძიებების ფარგლებში, სამგორის რაიონიდან დიდი ოდენობით სამშენებლო ნარჩენი გაიტანა, რომელიც წლების განმავლობაში ანტისანიტარიას ქმნიდა ადგილობრივებისთვის, რაზეც დამატებით 150 000 ლარი დაიხარჯა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics