|
2015-03-09 14:48:46, 1075 ნახვა
სამართალი
ბოროტმოქმედებმა "რომპეტროლის" სადგურებიდან სოლიდური თანხა ვერ წაიღეს
"რომპეტროლის" 2 ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების შედეგად ბოროტმოქმედებმა კომპანიას სერიოზული ფინანსური ზარალი ვერ მიაყენეს. 11 ბენზინგასამართ და გაზგასამართ სადგურზე, ასევე სავალუტო ჯიხურებში ბოროტმოქმედების შეჭრისა და დაყაჩაღების შამთხვევა 7-8 მარტს თბილისში დაფიქსირდა. მათ შორის დაყაჩაღებულია "რომპეტროლის" 2 ბენზინგასამართი სადგური. როგორც "რომპეტროლში" აცხადებენ, ბოროტმოქმედებმა ვერ მოახერხეს კომპანიისათვის სოლიდური ფინანსური ზარალის მიყენება, მათ სპეციალური საგანგაშო სისტემის ამოქმედებამდე 200-300 ლარის წაღება მოასწრეს. „ჩვენი სადგურები აღჭურვილია სპეციალური დაცვის სისტემებითა და კამერებით. ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და გადავეცით მასალები. ყაჩაღობის შედეგად წაღებულია უმნიშვნელო თანხა. დიდი მადლობა სამართალდამცავებს, რომლებმაც ოპერატიულად იმოქმედეს და ცხელ კვალზე დააკავეს დამნაშავეები“, - აცხადებენ "რომპეტროლში". "რომპეტროლის" ერთ-ერთი სადგურის დაყაჩაღების მცდელობა ბოროტმოქმედებს ცოტა ხნის წინაც ჰქონდათ. მაშინ რომპეტროლის თანამშრომლებმა მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. კომპანიის მენეჯმენტმა მამაცი თანამშრომლები ფულადი პრემიებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)