|
2016-08-20 16:14:30, 1140 ნახვა
სხვადასხვა
კოლუმბიაში გაბრიელ გარსია მარკესის გამოსახულებით ეროვნული ვალუტის კუპიურა გამოუშვეს
კოლუმბიაში, სახელმწიფო ვალუტის კუპიურას, მწერალ გაბრიელ გარსია მარკესის გამოსახულებით დაბეჭდავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას France Press ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, კუპიურა რომელზეც მარკესია გამოსახული, 19 აგვისტოდან შევიდა ბრუნვაში. აღნიშნული კუპიურა 50 ათას პესოს წარმოადგენს, რაც 18 დოლარს უდრის. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, კუპიურა მარკესის გამოსახულებით ბრუნვაში, ავტორის საპატივსაცემოდ შევიდა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, ჰოსე დარიო ურიბემ განაცხადა, სწორედ მარკესის დამსახურებით, მსოფლიომ კოლუმბია გაიცნო. კუპიურის პრეზენტაცია ქალაქ სანტა-მარტაში განხორციელდა, სადაც მწერალი დაიბადა. კუპიურაზე მარკესის ორი გამოსახულებაა. ერთ-ერთ გამოსახულებაზე მწერალი პეპლებისკენ ხელს წევს, რაც "მარტოობის 100 წელის" ერთ-ერთი სიმბოლოაა. ცნობისთვის, გაბრიელ გარსია მარკესი 2014 წლის 17 აპრილს მეჰიკოში გარდაიცვალა. მარკესი ცნობილი, მწერალი, ჟურნლისტი და პოლიტიკური მოღვაწე იყო, რომელიც 1982 წელს ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა. მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი ნამუშევრები, როგორებიცაა "მარტოობის 100 წელი, "პაქტიარქის შემოდგომა", "პოლკოვნიკს არავინ წერს".
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)