21:14 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 13:52:39, 775 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე მე-17 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მე-17 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან ერთად დაათვალიერა. მათთან ერთად აგრეთვე იმყოფებოდნენ განათლების მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი და მთავრობის სხვა წევრები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა მოსაპირკეთბელი სამუშაოები. კერძოდ, რემონტდება საკლასო ოთახები. გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა სველი წერტილები. ახალი სასწავლო წლისათვის სკოლა აღიჭურვება ახალი სასწავლო და საოფისე ინვენტარით.

სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს" პატრიოტი". სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 850 729 ლარს შეადგენს.

სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 19 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. (მათ შორის 5-მშენებლობა, 14-რეაბილიტაცია).

პროგრამის საერთო ბიუჯეტია 5 650 000 ლარი.https://www.youtube.com/watch?v=6mp225ogTew 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics