|
2016-08-18 17:36:13, 617 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით 57 ობიექტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება მიმდინარეობს. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" თბილისის მერიიდან აცნოებს. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, 57 ობიექტზე მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის: 11 მისამართზე სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები, სენსორული სანათებისა და მეტალის კარის მონტაჟი, 6 ობიექტზე კი ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, წყალსაწრეტი მილებისა და შიდა წყალ-კანალიზაციის სამუშაოები 15 მისამართზე ხორციელდება, დაზიანებული კიბეებისა და აივნების მონტაჟი კი 3 მისამართზე მიმდინარეობს. ასევე 3 მისამართზე დაზიანებულ და ავარიულ სახლებს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება. მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ 264 სხვადასხვა ობიექტი 2 409 669 ლარით დააფინანსა. ივნის-ივლისის მონაცემებით, დიდუბის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თხოვნის საფუძველზე თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში 144 განცხადებაა შესული. განცხადებების დაფინანსება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)