16:39 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 10:38:10, 1225 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

დღეს, 15 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით,  ქართულ-თურქული ბიზეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიება თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა. 

ღონისძიება  სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის- ნინო ჩიქოვანის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება, რომელიც ასევე  ღონისძიების მოდერატორი იქნება. შემდეგ კი ბიზნეს-სექტორს სიტყვით საქართველოსა და თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრები - ოთარ დანელია და ფარუკ სელიკი მიმართავენ.  

მისასალმებელი განცხადებების შემდეგ ღონისძიება სოფლის მეურნეობის სექტორის ზოგადი მიმოხილვით გაგრძელდება.  პრეზენტაციების ფორმატში მხარეები ერთმანეთს სოფლის მეურნეობის სფეროში დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებენ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კოლეგებს ამ კუთხით დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს გააცნობს. შეჯამებისთვის კი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი  - გიორგი ვეკუა შეკრებილი ბიზნეს-სექტორისთვის ქვეყნის ეკონომიკის ზოგად მიმოხილვას წარადგენს. პრეზენტაციების შემდეგ დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბიზნესისთვის. ღონისძიებას 100-მდე ქართული და თურქული კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics