|
2016-08-17 11:34:38, 795 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: ადრე თუ გვიან კონსტიტუციაში საგარეო მიმართულებასთან დაკავშირებით ჩანაწერი აუცილებლად გაკეთდება
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დამატებითი განმარტება კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩაიწერება, რადგან არ გაჩნდეს ისეთი იდეები, როგორიცაა ქვყანაში რუსული პენსიის არსებობა და ა.შ. ბერძენიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 2013 წელს „რესპუბლიკურმა“ პარტიამ მათ ინიციატივას-კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთების შესახებ, მხარი არ დაუჭირა. „თინათინ ბოკუჩავას განცხადება სიმართლე არ არის. მათ ქონდათ აზრი, კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო მიმართულებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაკეთებულიყო, მაგრამ მათ არ ჩამოუყალიბებიათ ეს ინიციატივად და ჩვენთვის ხელმოსაწერად არ მოუციათ. 2013 წელს მოლაპარაკებები ბევრ რამეზე იყო, მათ შორის ამ საკითხზე. „რესპუბლიკელები“ არაფერ შუაში არ არიან, კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პარლამენტის „ფრაქციები“ მონაწილეობდნენ. თუმცა, ეს საკონსტიტუციო წინადადებად არ ქცეულა. ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს ვისი იდეა იყო ეს, ხომ იციან, რომ მხარი უნდა დაუჭირონ ამ ინიციატივას. უბრალოდ, არ უნდათ, რომ ამას ჩვენი ინიციატივის სახე მიეცეს. იყოს მათი, აქ მხოლოდ ხელისმოწერაზეა საუბარი. თუ კონსტიტუციაში ამის ჩაწერა სურთ, უბრალოდ, ხელი უნდა მოაწერონ ამას. ადრე თუ გვიან კონსტიტუციაში ეს განცხადება ჩაწერილი იქნება იმიტომ, რომ არ დაიბადოს იდეები რუსულ პენსიაზე და ა.შ“, - აცხადებს ბერძენიშვილი. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს საკითხი პარლამენტში 2013 წელს დააყენა, თუმცა მაშინ უმრავლესობამ, მათ შორის შორის "რესპუბლიკელებმა", აღნიშნული საკითხი ჩააგდეს. ინფორმაციისთვის, დავით უსუფაშვილმა 12 აგვისტოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძე პარლამენტში შეტანილი განაცხადით ითხოვს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ საქართველოს უბლოკო სტატუსი აქვს. ბურჯანაძის ინიციატივის პასუხად, დავით უსუფაშვილი ითხოვს, რომ კონსტიტუციის პრეამბულას დაემატოს შემდეგი ფრაზა: “[საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა] დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”.
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)