16:39 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 10:42:32, 1484 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fab Lab -ის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ჩინეთის ქალაქ შენჟენში  სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fab Lab -ის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე fab12 -ზე წელს წარსდგა.

8-14 აგვისტოს, ქალაქ შენჟენში გაიმართა ფაბლაბების საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  ფაბლაბებისის პროექტის კოორდინატორები იყვნენ მიწვეულნი. Fab12 - ის ღონისძიებას ესწრებოდა მსოფლიოს 1000 - მდე  ფაბლაბის მენეჯერი, ტექნიკური სპეციალისტები, ფაბლაბების ქსელების ხელმძღვანელები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები, მერები და მაღალი რანგის ადგილობრივი მთავრობის წევრები. 
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ fab12 -ის ღონისძიებაზე გააკეთა პრეზენტაცია, ერთ წელიწადში განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ. სააგენტომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, რომ განაგრძოს მუშაობა Fab Country-ს კონცეფციაზე, (გასულ წელს MIT-ის, ბიტების და ატომების ცენტრის დირექტორმა და ფაბლაბის კონცეფციის ფუძემდებელმა ნილ გერშენფილდმა საქართველო დაასახელა პირველ ფაბ ქვეყანად). საქართველო აღნიშნული კონცეფციის ფარგლებში დგას ისეთი FabCity-ს სტატუსის მქონე ქალაქების გვერდით, როგორიც არის ბარსელონა, ბოსტონი, ამსტერდამი, შენჟენი და სხვა. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში საქართველო გაწევრიანდა ფაბსითის სტატუსის მქონე ქალაქების ნეთვორქში,  ასევე დასახელდა იმ კანდიდატ ქვეყნებს შორის, სადაც გაიმართება FAB15-  ის კონფერენცია.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს ფაბლაბების პროექტს საქართველოში, რომლის ფარგლებშიც უკვე 7 ფაბლაბი შეიქმნა და იგეგმება აღნიშნული რიცხვის 25-მდე გაზრდა. fab12 - ის  ღონისძიებაზე დასწრებამ სააგენტოს შესაძლებლობა მისცა  უფრო მეტად დაუახლოვდეს მსოფლიო ფაბლაბების ქსელს, აქტიურად ჩაერთოს "FabCity"-ს კონცეფციის შემუშავებასა და დანერგვაში, ასევე დაეხმარება გაიჩინოს მეტი პარტნიორი ორგანიზაცია.
სააგენტო მომავალშიც აქტიურად განაგრძოებს fab country -ს კონცეფციაზე მუშაობას.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics