|
2016-08-16 14:05:41, 2803 ნახვა
სპორტი
ბერძენიშვილი: „ოცნებამ“ პარტიული ღონისძიება ბიუროს სხდომაზე წინ დააყენა, რაც უპასუხისმგებლობაა
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას პარლამენტის ბიუროს სხდომის ჩაშლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პარტიული ღონისძიება პარლამენტის საქმიანობაზე მაღლა არ უნდა იდგეს. „ბიუროს სხდომაზე იმიტომ არ მოვიდნენ უმრავლესობის წევრები, რომ მათი თქმით პარტიული ღონისძიება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბიურო. ეს მაინცდამაინც პასუხისმგებლიანი განცხადება არაა ეს, რომ პარლამენტართათვის პარტიული ღონისძიება ბიუროსა და პარლამენტის მუშაობაზე მაღლა იდგეს. მათ არც კი გააფრთხილეს პარლამენტის თავმჯდომარე. იმედი მაქვს, რომ ბიუროს სხდომა ხვალ შედგება, მაგრამ ეს არის „ოცნების“ დეპუტატების დამოკიდებულება პარლამენტისადმი, პარლამენტის თავმჯდომარისადმი და ზოგადად, საკუთარ საქმიანობისადმი, რომელშიც სხვათა შორის, ყველა ხელფასს იღებს. პარლამენტის წევრობა სახვეწარი არ არის. აქედან, გამომდინარე „ოცნების“ დეპუტატების საქციელი ცოტა გაუგებარი იყო“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა. სხდომას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო უმცირესობის წევრები არ ესწრებოდნენ. გარდა ამისა, ბიუროს სხდომაზე არ მივიდა საპარლამენტო უმრავლესობის თითქმის მთელი შემადგენლობა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)