|
2016-08-16 13:36:57, 904 ნახვა
საზოგადოება
ატენში საოჯახო ღვინის მარანი გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ღვინის მარანი ,,შატო ატენი" გაიხსნა. ვანიშვილების ახალი საოჯახო მარნის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საოჯახო ღვინის მარნების გახსნა მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ასეთი ტიპის საოჯახო მარნების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ატენური ღვინის კატეგორიის დამკვიდრებისთვის, ასევე აგროტურიზმისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის. ატენური ძალიან ცნობილი დასახელებაა და სამწუხაროდ მისგან ცოტა ღვინო იწარმოება. ასეთი ხარისხიანი, პატარა საოჯახო მეურნეობები ნამდვილად ხელს შეუწყობს ამ პოპულარული სახელის შენარჩუნებასა და განვითარებას“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისგიორგი სამანაშვილის განცხადებით, ატენურ ღვინოს საკმაოდ დიდი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია. „ატენური ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძველი დასახელებაა და სამწუხაროდ ის ბოლო წლებში ნაკლებად ცნობილია, განსაკუთრებით საექსპორტო ბაზრებზე. ასეთი საშუალო და მცირე ზომის ღვინის მარნების განვითარება პირველი ნაბიჯებია, რომელიც ქართლის მეღვინეობის გაძლიერებას დაეხმარება“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. როგორც მარნის მეპატრონემ, იოსებ ვანიშვილმა აღნიშნა, სტუმრები ადგილზე შეძლებენ ორი დასახელების ღვინის - ატენურისა და თავკვერის და ასევე ჭაჭის შეძენასა და დაგემოვნებას.
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)