|
2016-08-15 14:08:43, 1046 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარსა და სანაპირო ზოლში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
ბათუმის ბულვარსა და სანაპირო ზოლის გასწვრივ სანდასუფთავების და სამაშველო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. მათივე ცნობით, გატანილია დამტვრეული ხეები. ამ დრომდე მიმდინარეობს ხელვაჩაურის ტერიტორიაზე ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურვის სამუშაოები. დაწყებულია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა. რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმისა და ზღვაში წარმოქმნილი შტორმის შედეგად ზიანი როგორც ქალაქის ტერიტორიას, ასევე სანაპირო ზოლსაც მიადგა. შტორმმა ბათუმის ახალ ბულვარში დაახლოებით 300-დან 500 მ. მანძილზე პრომინადი დააზიანა. ჩამოშლილია საფეხმავლო ბილიკის ნაწილი, წაღებულია რამდენიმე სკამი, წაიქცა გარე განათების რამდენიმე ბოძი, რომლებიც დილით საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ნაპირზე ამოიტანეს. ბოძები უახლოეს დღეებში დაუბრუნდება თავის ადგილს. გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ე.წ „ჭაობის" დასახლების რამდენიმე ქუჩაზე სააცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შპს ,,ბათუმის წყლის" ყველა მობილური ჯგუფი მობილიზებული იყო და მიმდინარეობდა ქუჩებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები. ეზოებიდან წყლის ამოტუმბვა წვიმის გადაღებისთანავე მოხდა. დილიდან ყველა კოლექტორი ჩვეულ რიტმში მუშაობს და გაწმენდილია ზღვაში ჩამავალი არხებიც. მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი და დენი. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა, სანაპირო ზოლის გამაგრებასთან დაკავშირებით სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. „მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტში გათვალისწინებულია და ოქტომბრის თვის ბოლოსთვის დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები. ამ პროექტისთვის 12 მლ. ევრომდე დაიხარჯება. მოეწყობა 2 კმ სანაპირო ზოლი." ბათუმის სანაპიროებზე შენარჩუნებულია წითელი ალმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა აკრძალულია. ბათუმის სანაპიროებზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ საღამოს ღელვა 2 ბალამდე დაიკლებს. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშრებით ბათუმის მერიაში, შ.პ.ს. „ბათუმის წყალსა" და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მუშაობს ცხელი ხაზი. უამინდობისა და შტორმისგან მიყენებული ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. (NS)
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)