|
2015-03-08 18:13:50, 977 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების N 5 ქალთა დაწესებულებაში 8 მარტი აღნიშნეს
სასჯელაღსრულების N 5 დაწესებულებაში ქალმა პატიმრებმა 8 მარტი საზეიმო კონცერტით აღნიშნეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ქალთა დღე მსჯავრდებულ და ბრალდებულ ქალბატონებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ბესიკ დევდარიანმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა მიულოცეს. „სახელმწიფო მით უფრო ძლიერია, რაც მეტად ზრუნავს ქალებსა და ბავშვებზე, ეს იქნება ციხის კედლებში, თუ მის გარეთ. ჩვენი სამინისტრო აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ვცდილობთ, რომ ქალ მსჯავრდებულებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ თავისუფების აღკვეთით გამოწვეული სიმძიმე, გავაფართოვოთ სარეაბილიტაციო პროგრამები, რომ მათ სასჯელაღსრულების დაწესებულება სრულფასოვან ადამიანებად, ქალებად დატოვონ,“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ბესიკ დევდარიანმა. სასჯელაღსრულების N 5 დაწესებულებაში მყოფი ქალბატონები დამსწრეების წინაშე მუსიკალური და პოეტური ნომრებით წარსდგენენ. ღონისძიების დასასრულს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ მსჯავრდებულ ქალებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი საჩუქარი - მუსიკალური ცენტრი გადასცა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)