|
2016-08-15 11:09:36, 784 ნახვა
საზოგადოება
აჭარის დღე კრაკოვში წარმატებით ჩატარდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული აჭარის დღე წარმატებით ჩატარდა კრაკოვში. პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ქალაქში ქართული ფოლკორი პოლონელი და უცხოელი ტურისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. აჭარის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა მაყურებლის წინაშე საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი სიმღერები შეასრულეს, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სტუმრებს შორის. ღონისძიების რამდენიმე სტუმარი თავადაც ეცადა ქართული სიმღერების შესრულებას ანამბლის წევრებთან ერთად. ფოლკლორის გარდა ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული სუფრის ტრადიციას გასცნობოდნენ, ქართული ცეკვების მასტერკლასსა და გათამაშებებში მიეღოთ მონაწილეობა, ასევე ინფორმაცია მიეღოთ ქართული ანბანის შესახებ და ქართულად წერის მასტერკლასში ჩართულიყვნენ. ღონისძიება კრაკოვის ერთ-ერთი ხალმრავალ ადგილას გაიმართა და მას ასობით ადამიანი ესწრებოდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის კრაკოვში გამართული „აჭარის დღე“ რიგით მეშვიდე ღონისძიებაა ვილნიუსის, ასტანას, თელ-ავივის, მინსკის, ვარშავასა და კლაიპედას შემდეგ. წლის ბოლომდე კი რეგიონის პოტეციური ტურისტებისთვის ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ჩვენებას დეპარტამენტი ესტონეთში, ლატვიასა და უკრაინაში გეგმავს. (NS)
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)