|
2016-08-12 16:58:44, 919 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია: თითოეულ ქართველს დღეს თავისი წილი დიდგორით აქვს გული გამთბარი
„თითოეულ ქართველს დღეს თავისი წილი დიდგორით აქვს გული გამთბარი“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა. იზორიამ საზოგადოებას დიდგორობის დღესასწაული მიულოცა. „დიდგორობა არის ჩვენი ერის უძლეველობის დღე. ის არის სიმბოლო თავდადების, სიმამაცის, თავგანწირვის, რომელმაც ჩვენ, ქართველები დღემდე მოგვიყვანა. დიდგორობა და დიდგორი არ არის მხოლოდ საქართველოს ისტორია, ის არის ცოცხალი მეხსიერება, ის არის ქართული სულის ენერგია, ის არის ჩვენი მუდმივი მისწრაფება გამარჯვებისკენ. დიდგორში მებრძოლი ქართველები დღესაც იბრძვიან ჩვენს ცნობიერებაში ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. თითოეულ ქართველს დღეს თავისი წილი დიდგორით აქვს გული გამთბარი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პასუხისმგებლობა ღირსეულად ვზიდოთ. დღეს ჩვენი ბრძოლა დაკავშირებულია იმასთან, რომ დავიცვათ ღირსეულად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი საერთაშორისო საზოგადოებაში ღირსეულად. უსაფრთხოება, თავისუფლება, სამართლიანობა ამ ბრძოლის დევიზი რომლის განხორციელებითაც თითოეული მოქალაქოს ღირსეული პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. საქართველოს ახალი გამარჯვებები გრძელდება, დიდგორის ბრძოლა კვლავ გრძელდება თქვენთან ერთად, ჩვენს პრემიერთან ერთად. ჯერი ახლა ჩვენზეა და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გამარჯვებებს თქვენთან ერთად მივაღწევთ,“ - განაცხადა ლევან იზორიამ. სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრნენ. სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და I ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც დიდგორის ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სიტყვის დასასრულს შედგა სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილოდების ცერემონიალი, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მაიორი ზაზა თურმანიძე და სერჟანტი გიორგი ჭოველიძე, დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით „სიცოცხლის გადარჩენისთვის“. ჯილდოები მათ ლევან იზორიამ პირადად გადასცა. გაიმართა ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი, ჩატარდა ასევე შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. დიდგორის ბრძოლა სამართლიანად მიიჩნევა ერთ-ერთ გამორჩეულ ფურცლად საქართველოს ისტორიაში. ბრძოლის წლისთავზე დიდგორის ველზე ტრადიციულად ყოველთვის იმართება სახალხო დღესასწაული. გამონაკლისი არც 895-ე წლისთავი აღმოჩნდა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. (NS)
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)