|
2016-08-12 12:59:23, 962 ნახვა
საზოგადოება
ენერგეტიკის სამინისტრო თურქეთიდან მოწოდებული ელექტროენერგიის დავალიანებაზე განმარტებას აკეთებს
ენერგეტიკის სამინისტრო თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მოწოდებული ელექტროენერგიის დავალიანებასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყებაში განმარტავენ, რომ 1990 წლიდან 1997 წლამდე თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მოწოდებული და დაუბრუნებელი ელექტროენერგიის ჯამური ოდენობა დაახლოებით 1 700 000 000 კილოვატსაათს შეადგენდა. " აღნიშნული დავალიანება აღიარებული იქნა ჯერ კიდევ 1997 წელს ორმხრივად ხელმოწერილი ოქმით, საქართველოს ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის მიერ, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს. 2015 წლის აპრილში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმხრივ ხელშეკრულებას ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გაძლიერებასთან, ახალი ურთიერთდამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მოხდა ზემოთხსენებული ელექტროენერგიის დავალიანების შემცირება 1,7 მლრდ კვტ/სთ-დან 1 მლრდ კვტ/სთ-მდე და მისი უკან - თურქეთის რესპუბლიკისთვის დაბრუნების რესტრუქტურიზაცია. კერძოდ, მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 20 წელი. დაბრუნება მოხდება ნაწილ-ნაწილ ელექტროენერგიის მიწოდების გზით. გარდა ამისა, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში გრძელდება, რისი ნათელი მაგალითებიც არის ყველა ის ერთობლივი პროექტი, ინვესტიციები და ორმხრივი მექანიზმები, რომლებიც შეიქმნა, განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება",-ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)