|
2016-08-12 12:04:10, 2114 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში პსპ-ს ახალი ბრიტანული მოდელის აფთიაქი გაიხსნა
ბათუმში, ბარათაშვილის 18-ში პსპ-ს ახალი ბრიტანული მოდელის აფთიაქი გაიხსნა. საზეიმოდ ლენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა და ბათუმის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფიო მელქაძემ გაჭრა. გახსნის ღონისძიებას ბათუმში მოღვაწე სამედიცინო დაწესებულებების 40-ზე მეტი ექიმი, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და პსპ-ს ერთგული მომხმარებლები ესწრებოდნენ. პსპ-ს ახალი ობიექტი სამი ნაწილისგან შედგება და აფთიაქის, სილამაზისა და ოჯახზე ზრუნვის კუთხეებს მოიცავს. ობიექტში ცალკეა გამოყოფილი აფთიაქის ზონა; ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს. ფორმატის განახლებაზე ქართველებთან ერთად, ბრიტანელი დიზაინერები და ბრენდინგის სპეციალისტები მუშაობდნენ. აფთიაქის კონცეფცია ქართველ მომხმარებელზე გაითვალა. "PSP 22 წელია, რაც ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია. ჩვენ ვართ ინოვაციური კომპანია, რისი დასტურიც არის დღევანდელი ახალი აფთიაქის, ახალი კონცეფციით გახსნა. ეს უფრო მეტია, ვიდრე აფთიაქი. პირველად ასეთი აფთიაქი თბილისში გავხსენით და მოხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ანალოგიური ტიპის აფთიაქები არამარტო ბათუმში, არამედ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნება", - აცხადებენ პსპ-ში. PSP-ს სამივე ნაწილი მომხმარებელს ყველასთვის ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს. მედიკამენტზე ფასდაკლების დღეები კვლავ სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იქნება. „ჩემი ოჯახის ბარათის“ მფლობელები კი დამატებით 5%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ. ასევე შეთავაზებული იქნება საუკეთესო ფასები ფრანგული და სხვა ევროპული კოსმეტიკის პროდუქტებსა და ბავშვთა მოვლის საშუალებებზე. ყველა მომხმარებელი, ვინც მზისგან დამცავ საშუალებას შეიძენს, დასაჩუქრდება. (R)
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)