15:59 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 17:36:42, 1238 ნახვა

ეკონომიკა
ნოემბერში თბილისი კიდევ ერთ მაღალი დონის ღონისძიებას უმასპინძლებს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ყოველწლიური პლენარული სესია თბილისში მიმდინარე  წლის 1-3 ნოემბერს გაიმართება.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ხელმძღვანელობს, საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება კი, ფინანსთა სამინისტროა. აღნიშნული სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა, დღეს, 11 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები. შეხვედრაზე ფორუმის მოსამზადებელ საორგანიზაციო საკითხებზე დეტალურად იმსჯელეს და უწყებებმა, კომპეტენციებიდან გამომდინარე, შესაბამისი დავალებები მიიღეს.

ფორუმის ორგანიზების საკითხებში აქტიურად არის ჩართული გლობალური ფორუმის სამდივნოც, რომლის ხელმძღვანელიც, მოსამზადებელი სამუშაოების ადგილზე გაცნობის მიზნით, თბილისს 2016 წლის აგვისტოს ბოლოს ეწვევა.

ნოემბერში, თბილისში, გლობალური ფორუმის პლენარულ სესიაში, რომელიც მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრაა, მონაწილეობას მიიღებს გლობალური ფორუმის წევრი სახელმწიფოს სამასამდე დელეგატი და ათი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ყოველწლიურ პლენარულ სესიას გასულ წელს ბარბადოსმა უმასპინძლა, სხვადასხვა დროს კი, ფორუმი გაიმართა ისეთ ქალაქებში, როგორებიც არის იოჰანესბურგი, პარიზი, მეხიკო, ბერლინი, ჯაკარტა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics