|
2016-08-08 16:13:56, 737 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადურმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ფინანსთა მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მოადგილეებთან და სამინისტროს სხვა წარმომდგენლებთან ერთად მივიდა. „აგვისტოს ომზე ყველას თავისი ისტორია და მოგონება აქვს, თუმცა ყველა ეს მოგონება ტკივილითაა სავსე. ეს იყო ომი, რომელმაც ყველა ჩვენგანში დატოვა წარუშლელი კვალი. ეს იყო ომი, რომელმაც ძალიან მკაფიოდ და ნათლად გვაგრძნობინა, როგორია, იბრძოდე შენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის, მისი მთლიანობისათვის, როგორია, იღუპებოდნენ რჩეული ბიჭები ფრონტზე და ხედავდე დანგრეულ სახლებსა და გაუბედურებულ ოჯახებს, გადამწვარ სოფლებს, დაბომბილ ქალაქებს. ჩვენმა თაობამ, უფროსებმაც და უმცროსებმაც რამდენიმე ომი ნახა, ომი რომელიც მანამდე მხოლოდ წიგნებიდან და ეკრანებიდან ვიცოდით, სრული სისასტიკით შევიგრძენით.სამწუხაროა, რომ არავის და არაფერს შეუძლია, შეუმსუბუქოს ტკივილი იმ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს შვილები, ძმები, მამები და ვანუგეშოთ ისინი, ვინც გამოასახლეს თავიანთი მშობლიური სოფლებიდან. თუმცა, მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარისკაცები დგანან, მანამ, სანამ საშუალება არ მაქვს, ჩემი სოფლის ეკლესიაში თავისუფლად ვილოცო, მე არ მაქვს დანებების უფლება. მჯერა, რომ ყველა ასეთი თარიღი უკან დაგვრჩება და ჩვენი მომავალი სავსე იქნება გამარჯვებებით, რომლებიც, წარსულ ტკივილს ვერ წაშლის, თუმცა, შვებას მოგვრის ჩვენს ხალხსა და ქვეყანას.," - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)