|
2016-08-08 13:45:45, 1631 ნახვა
კომენტარი
აბაშიშვილი ივა ჩიღვინაძეზე: სირცხვილია ადამიანს დააბრალო მკვლელობა, რომელიც მას არ ჩაუდენია
სირცხვილია ადამიანს დააბრალო მკვლელობა, რომელიც მას არ ჩაუდენია, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ივა ჩიღვინაძის საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტად დანიშვნასთან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა. „პირველ რიგში სირცხვილია, რომ ადამიანს დააბრალო მკვლელობა, რომელიც მას არ ჩაუდენია და ამავდროულად, ძალიან გასაკვირი და დამაფიქრებელია, როდესაც ნაციონალური მოძრაობა საერთოდ იხსენებს იმ სისხლიან ღამეს, როდესაც მოხდა ადამიანების მიზანმიმართული დარბევა და დაფიქსირდა ადამიანთა გარდაცვალების შემთხვევები", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძე კონსულტანტად დაინიშნა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ჩიღვინაძემ 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი, ვლადიმერ მანსურაშვილი მოკლა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)