|
2016-08-08 10:49:39, 636 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი სამინისტროს დელეგაციასთან ერთად ბუდაპეშტში შეხვედრებს გამართავს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, კახა კახიშვილი ბუდაპეშტს უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სანდორ პინტერის მიწვევით სტუმრობს. უწყების ინფორმაციით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ფანიაშვილი შედიან. ვიზიტის ფარგლებში, კახა კახიშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სანდორ პინტერს, ასევე, უნგრეთის ციხისა და პრობაციის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდება. უნგრეთში ვიზიტის მიზანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, მათ შორის პენიტენციისა და პრობაციის სფეროებში მიმდინარე და გატარებული რეფორმების, ასევე, დანერგილი სიახლეების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი და დელეგაციის წევრები ბუდაპეშტისა და პალჰალმას ციხეებსაც დაათვალიერებენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)