|
2016-08-06 17:27:36, 719 ნახვა
საზოგადოება
„შუამთობის“ დღესასწაულზე დაშავებული 13 წლის მოზარდი სახლში დაბრუნდა
დღეს, ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაულზე სპორტული ღონისძიებების ფარგლებში ჯირითისას 13 წლის მოზარდი ცხენიდან გადმოვარდა. შემთხვევის ადგილთან მყოფი 11 წლის გოგონა დაეცა და გონება დაკარგა. ორივე მათგანი საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ვერტმფრენით ბათუმში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდებს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდათ კონსულტაცია და საჭირო სამადიცინო კვლევები. 13 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია, მის ჯანმრთელობას საფრხე არ ემუქრება. ექიმების გადაწყვეტილებით და მშობლის მოთხოვნით მოზარდმა კლინიკა უკვე დატოვა და ვერტმფრენით ბეშუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომრესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად გაემგზავრა. რაც შეეხება 11 წლის გოგონას, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დაკვირვების მიზნით იგი გადაყვანილ იქნა ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში. მოზარდები კლინიკაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ მონახულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)