|
2016-08-06 15:56:43, 885 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადა 24 წლისაა
ქუთაისში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 24-ე წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე და ბრიგადის პირად შემადგენლობასთან შეხვედრამდე ვახტანგ კაპანაძემ მინისტრს აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში შემავალი ბრიგადებისა და ბატალიონების მეთაურები გააცნო. მინისტრმა ბაზაზე არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკო. ცერემონიალი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის უკვდავსაყოფად წუთიერი დუმილით დაიწყო. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა, მე-3 ბრიგადის მეთაურმა როლანდ კიკნაველიძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ. იუბილეზე დამსწრე საზოგადოებას მესამე ბრიგადის ისტორია მოკლედ გააცნეს. ითქვა, რომ ქვედანაყოფი ამ სახელით 2004 წლის დეკემბრიდან არსებობს, იქამდე კი ის 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის სახელს ატარებდა. არსებობის განმავლობაში მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედროებს მონაწილეობა აქვთ მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა მსხვილ სამხედრო კონფლიქტში. ბრიგადა ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც, მათ შორის 2006/2007 წლებში კოსოვოში, 2006/2008-ში ერაყში, 2010 წლიდან დღემდე კი ავღანეთში, ჯერ ISAF-ის, 2015 წლის იანვრიდან კი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ეგიდით. ღონისძიების დასასრულს გაიმართა სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონიალი. ოთხ სამხედროს საჩუქრად სამსახურებრივი-საშტატო იარაღი გადაეცა, მათ შორის ბრიგადის მეთაურს. ამას გარდა ჯარისკაცები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ, გამოეცხადათ მადლობა. ცერემონიალის თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ღონისძიებაზე დამსწრე ჯარისკაცების შვილებთან ერთად საზეიმო ტორტის დაჭრით დაასრულეს. „მესამე ქვეით ბრიგადას ვულოცავ 24 წლის იუბილეს. ეს არის განსაკუთრებული ბრიგადა, რომელმაც ოქროს ასოებით ჩაწერა უკვე თავისი სახელი საქართველოს ისტორიაში. ამ ბრიგადიდან ყველაზე დიდი მსხვერპლია საერთაშორისო მისიებში, პირველი მსხვერპლი სწორედ ამ ბრიგადიდან არის. ასე რომ, ისინი გვაძლევენ ჩვენ მაგალითს, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს და ეს გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, რომ ამ მაგალითით ვიცხოვროთ მომავალში. ამისთვის დიდი მადლობა მათ, მათ ოჯახებს. ერთადერთი გულწრფელი სურვილი მაქვს ის, რომ უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. მინდა განსაკუთრებულად ავღნიშნო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის საერთაშორისო მისიები ავღანეთში თუ სხვაგან. ჩვენ სწორედ ამ მისიებით შეგვაქვს დიდი წვლილი გლობალური უსაფრთხოების საქმეში და სწორედ ამ მისიების წარმატებით განხორციელებით, უდიდესი საერთაშორისო გამოცდილების მიღებით, ჩვენ ვართ საერთაშორისოდ აღიარებული პარტნიორი. ამიტომ მათ დიდი მადლობა ამისთვის. იმ მთავარი პოლიტიკური მიზნისთვის რაც ხალხმა ისურვა და რასაც ჰქვია ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სწორედ ეს ბიჭები არიან მედროშეები და გამკვლევები,“ - განაცხადა ლევან იზორიამ. (NS)
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)