|
2016-08-05 16:35:50, 1438 ნახვა
საზოგადოება
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მგზავრების გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობს
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მგზავრების გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობს. როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, მოქალაქეებს რიგში დგომა რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ. ამასთან, თურქი მესაზღვრეები მათი ბარგის ჩხრეკას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ახორციელებენ. „საშინელი ვითარებაა. საათობით გვიწევს აქ ლოდინი. თურქი მესაზღვრეები ჩვენს ჩანთებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩხრეკენ“,-აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი. მოქალაქეები აღნიშნულს თურქეთში ბოლო დროს განვითარებულ მოველენებს უკავშირებენ. „ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსხურში განუცხადეს, რომ საზღვარზე საქართველოს მხრიდან არავითარი შეფერხება არ არის. „ჩვენი მხრიდან საერთოდ არაფერი არ ხდება. საერთოდ არანაირი რიგი არ არის. რიგი არის თურქეთის მხარეს. როგორც მგზავრების ასევე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების და ტრაილერების რამდენიმე დღიანი რიგი ელოდებათ იმიტომ რომ ძალიან შეფერხებული იქიდან როგორც შემოსვლა, ისე გასვლა. არ ვიცი რას უკავშირდება“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)