15:59 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 15:37:36, 1254 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თამბაქოს ტარიფზე დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროსთვის არ შემოუთავაზებია

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თამბაქოს ტარიფის კონტროლის პოლიტიკასა და აქციზის ზრდის საკითხზე მუშაობს. როგორც საინფორმაციო სააგენტო BPI-სთან საუბრისას დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც ერთგვარ რეკომენდაციებს შეიცავს თამბაქოს ტარიფთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს უკვე გაეგზავნა.

ამასთან დაკავშირებით CBW-იმ კითხვებით მიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს, რომელიც განმარტავს, რომ მსგავსი დოკუმენტი სამინისტროს მიღებული არ აქვს.

- როგორც ცნობილია, შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ფინანსთა სამინისტროს თამბაქოს ტარიფის კონტროლის და მასზე აქციზის ზრდის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა. ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს ჯანდაცვის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებს კომპეტენცია, რომ შეიმუშაონ თამბაქოს ტარიფზე ფისკალური პოლიტიკა?

- ჩვენთვის ჯერ არ შემოუთავაზებიათ თამბაქოს ტარიფის კონტროლის და მასზე აქციზის ზრდის ვარიანტები. თუ იქნება ასეთი შემოთავაზება, ფინანსთა სამინისტრო განიხილავს ამ საკითხს.

- იგეგმება, თუ არა ახლო მომავალში თამბაქოზე აქციზის ზრდა?

- თამბაქოზე აქციზის ზრდა განხორციელდება მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაწილში, რაც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას.

- საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ფონზე, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ თამბაქოზე აქციზის ზრდა, მასზე რეგულაციების დაწესება. აისახება თუ არა ეს სახელმწიფოს ბიუჯეტზე და როგორ?

- თამბაქოზე აქციზის ზრდა განხორციელდება მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაწილში, რაც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics