17:19 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 10:17:50, 1053 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება აბიტურიენტებს დღეიდან შეეძლებათ

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება აბიტურიენტებს დღეიდან შეეძლებათ. 
სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 5 აგვისტოს 10:00 საათიდან 11 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge 

შესაბამისად, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური:

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება).
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) სერია და ნომერი.

გამოცდის შედეგის აპელირების საფასურის გადასახადს ემატება ბანკის საკომისიო გადასახადი.
განაცხადების მიღება შეწყდება 11 აგვისტოს 18:00 საათზე.

დეტალური ინფორმცია შეგიძლიათ იხილოთ http://www.naec.ge/

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics