|
2016-08-04 18:12:47, 702 ნახვა
საზოგადოება
წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახისთვის 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა იწყება
წყალტუბოში, 2016 წლის ბოლოს, დევნილთა და განსახლების სამინისტრო 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას იწყებს. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს 560 დევნილი ოჯახი მიიღებს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მასშტაბური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობის ადგილი მოინახულა. სოზარ სუბარი წყალტუბოში, ერისთავის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც ესტუმრა. ერისთავის ქუჩაზე არსებულ ობიექტს კერძო მესაკუთრე ჰყავდა, კომპანიამ შენობა, სადაც 49 დევნილი ოჯახი უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს, ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ უკვე დაიწყო საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი და უახლოეს მომავალში 49 დევნილი ოჯახი საკუთრების მფლობელი გახდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)