|
2016-08-04 15:14:09, 647 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ,,ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში“ იმყოფებოდა
თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტ ნათია ლოლაძესთან ერთად, ,,ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში“ იმყოფებოდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ნარმანია ადგილზე გაეცნო ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბებული სხვადასხვა ჯგუფების საქმიანობას. მათივე ინფორმაციით, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და განიხილეს სამომავლო გეგმები. ცენტრის ბენეფიციარებისთვის, პერიოდულად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეწყობა ექსკურსიები. მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერიამომდევნო გასვლით ღონისძიებაზე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ცენტრი თბილისის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის, რამდენიმე წლის წინ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. „ჩვენ წითელ ჯვართან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. აქტიურად ვეხმარებით ცენტრს, რომ ბენეფიციარებს უკეთესი პირობები ქონდეთ. გავეცანით მათ საჭიროებებს და გავაგრძელებთ სამომავლოდ მათ დახმარებას. გარდა ამისა, აქტიურად ვაფინანსებთ სხვადასხვა სახის სოციალურ პროგრამებს, რომლითაც ისინი სარგებლობენ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი. ასევე, მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)