15:59 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 12:30:48, 1217 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს

„ვითიბი ბანკი“ , სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სთავაზობს მონაწილეობას პროექტში VTB Generation.

აღნიშნული პროექტი  მიზნად ისახავს ახალგაზრდების ბანკირებად მომზადებას საწყისი პოზიციებისთვის. პროექტში მონაწილეობა შეუძლია  უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან  ახალ კურსდამთავრებულებს, სპეციალობით ფინანსები,საბანკო საქმე, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება. კონკურსის წესით შერჩეული  კანდიდატები გაივლიან სამთვიან ინტენსიურ სწავლებას ვითიბი ბანკის ტრენინგ-ცენტრში და ორთვიან სტაჟირებას ფილიალებში.

 VTB Generation -ის წარმატებული კანდიდატები გაივლიან სამთვიან ინტენსიურ სწავლებას ვითიბი ბანკის ტრენინგ-ცენტრში და სტაჟირებას ფილიალებში. წარმატებული მონაწილეები დასაქმდებიან ვითიბი ბანკის ფილიალებში სხვადასხვა პოზიციაზე საოპერაციოს, სალაროს და საცალო დაკრედიტების კუთხით.

კონკურსი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება: რეზიუმეების განხილვა, ტესტირება, ჯგუფური და ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ.ფოსტაზე vacancy@vtb.ge

CV-ების მიღების ბოლო ვადა: 2016 წლის 12 აგვისტო.

პროექტი VTB Generation დაიწყო 2013 წელს და მის ფარგლებში მომზადდა 4 ნაკადი. საერთო ჯამში პროექტი წარმატებით გაიარა 95 მონაწილემ და ყველა მათგანი დასაქმდა ვითიბი ბანკის ფილიალებსა და სათავო ოფისში.

პროექტი ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით და წარმატებული მონაწილეების დასაქმება შესაძლებელია არა მხოლოდ თბილისის, არამედ ბანკის რეგიონალურ ფილიალებშიც, თუკი მონაწილეებს ამის სურვილი ექნებათ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics