|
2016-08-03 22:21:37, 904 ნახვა
საზოგადოება
ლაგოდეხში იუსტიციის სახლი გაიხსნა
დღეიდან იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ლაგოდეხის მაცხოვრებლებსაც შეუძლიათ. იუსტიციის სახლის რიგით მეთვრამეტე ფილიალი ლაგოდეხში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ლაგოდეხის იუსტიციის სახლი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლეს ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება ლაგოდეხშიც მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოშია შესაძლებელი. ლაგოდეხის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიება საღამოს 20:00 საათიდან დაიწყო. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად ცერემონიალს ლაგოდეხის მაცხოვრებლები და ქალაქის სტუმრები დაესწრნენ. დღესასწაულის მონაწილეებმა შთამბეჭდავი საზეიმო პროგრამა იხილეს. გახსნის ღონისძიებაზე გაიმართა დავით შანის და ბენდის კონცერტი. ლაგოდეხის იუსტიციის სახლი 760 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ზაქათლის ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა ტენდერით შერჩეული, არქიტექტორ ლუკა ჩაგანავას პროექტით განხორციელდა. ლაგოდეხის იუსტიციის სახლი ბოლო ორი წლის განმავლობაში აშენებული მეექვსე ფილიალია. 2014 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ბორჯომის იუსტიციის სახლები. მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს კიდევ 2 ქალაქში - ონსა და ახალქალაქში. იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას ლაგოდეხში დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)