17:19 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 16:53:38, 751 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი Eurofish-ის დირექტორს იანა აფანასიევას შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მეთევზეობის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის (Eurofish) დირექტორს, იანა აფანასიევას შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოში მეთევზეობის განვითარების პოტენციალზე და ყურადღება აკვაკულტურის, როგორც დარგის განვითარების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა.

უწყების ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დეტალურად ისაუბრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ  დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ.

იანა აფანასიევამ საქართველოში აკვაკულტურის განვითარების პოტენციალი დადებითად შეაფასა. შეხვედრაზე მეთევზეობის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს.

მეთევზეობის დარგში თანამედროვე გამოცდილების გაზიარების მიზნით ერთობლივი სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics