|
2016-08-03 13:46:06, 1318 ნახვა
კომენტარი
იზორია: პოლიტიკური ჩაურევლობის პრინციპი უზრუნველყოფილი იქნება
„სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გამოვხატე მაქსიმალური მხარდაჭერა, როგორც ჩემი, ისე პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება პროფესიული ნიშნით, სამხედროების, ოფიცრების, ჯარისკაცების მიუკერძოებლობა, ნეიტრალობა და პოლიტიკური ჩაურევლობის პრინციპი“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გენერალური შტაბის დამოუკიდებლობის ხარისხი და ჯარისკაცი დამოუკიდებლობა პოლიტიკისგან ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი იქნება. „იყო გარკვეული სპეკულაციები, რომ იზორიას დანიშვნამ შეიძლება, ეს მიუკერძოებლობა დაარღვიოს. გენშტაბის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ჯარისკაცის დამოუკიდებლობა პოლიტიკისგან იქნება მთავარი ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპი. მთავარია, ჩვენს ოფიცრებს, ჯარისკაცს შევუქმნათ საქმიანობის ღირსეული პირობები. პირობები იმისთვის, რომ მისი სარისკო სამსახური, თითეული ჩვენგანისა და მინისტრის მიერ არის დაფასებული, რომ ის იღებს მაქსიმალურად პირობებს სახელმწიფოსგან, იქნება ეს კვებაში, სამხედრო ფორმაში, თუ დისციპლინის კონტროლში გამოხატული. ეს არის ჩემი პრინციპი - ჯარისკაცმა იგრძნოს ღირსეული ქვეყნის სამსახურში თავი, ქვეყნისა, რომელიც საქმიანობას უფასებს“,-განაცხადა იზორიამ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)