|
2016-08-02 17:27:43, 821 ნახვა
საზოგადოება
გოძიაშვილის I ჩიხში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მალე დასრულდება
ვაშლიჯვრის დასახლებაში, გოძიაშვილის ქუჩის I ჩიხში საბურთალოს რაიონის გამგეობა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ქუჩაზე რამდენიმე კვირაში გამართული სანიაღვრე და რეაბილიტირებული სასმელი წყლის მილების სისტემა იმუშავებს. მათივე ცნობით, ამორტიზებული წყლის მილების ქსელი და სანიაღვრის არარსებობა ამ უბნის მცხოვრებთა მთავარი პრობლემა იყო. მათი თქმით, მოძველებული მილები დღეში რამდენჯერმე ზიანდებოდა, რის გამოც მუდმივად უწყდებოდათ წყლის მიწოდება, ფუჭდებოდა გზის საფარი და ა.შ. საბურთალოს რაიონის გამგეობასა და კომპანია GWP-ის შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების პარალელურად, აქ GWP-მ კუთვნილი სასმელი წყლის მილების ქსელის რეაბილიტაციაც დაიწყო. „სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია, პროექტის უდიდესი ნაწილი დასრულებულია, მილები ჩაწყობილია და დარჩენილია მხოლოდ მცირე მონაკვეთების დაერთება“, - განმარტავს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე კახა გავაშელი, რომელიც პირადად უწევს მეთვალყურეობას ობიექტის მშენებლობას. გოძიაშვილის ჩიხში სანიაღვრე ქსელს კომპანია „დარი“ ახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით, ქსელის სავარაუდო სიგრძე 319 მეტრია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)