|
2016-08-02 16:05:35, 796 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში კომპანიის „ბიოკომ ტექნოლოგი“-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ბელარუსის რესპუბლიკის ინოვაციური კომპანიის „ბიოკომ ტექნოლოგი“ დირექტორს, გენადი გეცოლდის და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი, გოჩა ცოფურაშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში საქონლის საკვების წარმოებისა და რძის წარმოების გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს. ნოდარ კერესელიძემ მეცხოველეობის დარგში ბელარუსის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგიაში მეცხოველეობის დარგი პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა და თანმიმდევრულად ხორციელდება მნიშვნელოვანი ხელშემწყობი პროექტები. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას, მათ შორის, ვეტერინარიის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებების ანგარიშს გაეცნენ. „ბიოკომ ტექნოლოგიის“ წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს კომპანიის შესაძლებლობები და ახალი ტექნოლოგიები გააცნეს. ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები რეგიონებში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდებიან და მეცხოველეობის ფერმებს დაათვალიერებენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)