15:59 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 15:28:20, 1210 ნახვა

ეკონომიკა
EUGMP ექსპერტებმა "ჯი-ემ-პი“-ს თანამშრომლებს „სათანადო წარმოების პრაქტიკის“ სპეციფიური საკითხები გააცნეს

ფარმაცევტულმა კომპანია „ჯი-ემ-პი“ ერთადერთი საწარმოა ამიერკავკასიაში, რომელიც წამლის წარმოების სრულ ტექნოლოგიურ პროცესს ფარმაცევტული წარმოების სტანდარტის „GMP”-ს მიხედვით ახორციელებს. თანამშრომლები მუდმივად გადიან სწავლებას სტანდარტთან დაკავშირებული სიახლეების დანერგვის მიზნით.

ამჯერად, EUGMP  ექსპერტებმა - ევროპის შესაბამისობის აკადემიის ექსპერტმა კრისტოფერ ბერჯესმა და ევროპის QP ასოციაციის და ECA დამფუძნებელმა რიჩარდ ბონერმა ქართული ფარმაცევტული საწარმოს კომპანიის თანამშრომლებს „სათანადო წარმოების პრაქტიკის“ გარკვეული სპეციფიური საკითხები გააცნეს.

„თანამშრომელთა მუდმივი განვითარება არა მხოლოდ ბაზარზე კომპანიის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო, არამედ იმისათვის, რომ  წარმოებული პროდუქცია სათანადო სტანდარტებს შეესაბამებოდეს და აკმაყოფილებდეს ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს ხარისხის, უსაფრთხოების და ეფექტურობის კუთხით. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოების ხელმძღვანელობა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განათლება-განვითარებასა და სტანდარტთან დაკავშირებული თანამედროვე ტენდენციები გააცნოს“, - განაცხადა ევროპის QP ასოციაციის და ECA დამფუძნებელმა ბატონმა რიჩარდ ბონერმა.

ჯი-ემ-პი 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს საქართველოში და ევროკავშირის ტერიტორიაზე აწარმოებს. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 20-მდე ქვეყანაში ყიდის. საქართველოში „ჯი-ემ-პის“  პროდუქტები  პოპულარული მისი ხარისხის და ფასის გამო გახდა და გასულ წელს მხოლოდ საქართველოში 5,5 მილიონი კოლოფი გაიყიდა. „ჯი-ემ-პი“ პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს  და წარმოების სრული ციკლი აქვს.  

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics