|
2016-08-01 14:05:35, 1279 ნახვა
კომენტარი
ხიდაშელი შეიარაღებულ ძალებს: მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება
„მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება“,-ასე მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. როგორც ხიდაშელი თავის მიმართვაში აღნიშნავს,მას იმედი აქვს, რომ ერთი წლის განმავ,ობაში ერთად გაწეული შრომის შედეგად, შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო მცირედით მაინც უკეთესია. „საკმაოდ მძიმე წელი იყო, პრობლემებით და წინააღმდეგობებით დატვირთული. სწორედ, ასეთია ჩვენი ქვეყანაც - მშვენიერი, ძლიერი, საინტერესო, მაგრამ, პრობლემებით და წინააღმდეგობებით სავსე. იმედი მაქვს, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ ერთად გაწეული შრომის შედეგად, შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო მცირედით მაინც უკეთესია, ცოტა მეტად მაინც გაძლიერდა და განვითარების მეტი პერსპექტივა გაუჩნდა. წარმატებები მინდა გისურვოთ ყოველ თქვენგანს ცალ-ცალკე და თავდაცვის სამინისტროს, როგორც ერთ დიდ, ძლიერ ორგანიზმს, რომლის სიჯანსაღეზეც დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი! მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება. თუმცა, მინდა გჯეროდეთ, რომ სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემი სახით ყოველ თქვენგანს და ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დიდი მეგობარი, გულშემატკივარი, ლობისტი და ერთგული მხარდამჭერი ეყოლება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სამსახურისთვის და ამ სამსახურის ერთგულებისთვის! ვემსახურები საქართველოს!" ,-ნათქვამია მიმართვაში.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)