|
2016-07-29 21:46:59, 1033 ნახვა
რეგიონი
ქედის პჯდ ცენტრებს ავტომანქანები გადაეცა
ქედის მუნიციპალიტეტი, პირველი მაისისა და მერისის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომანქანებს გადასცემს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ავტომობილები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 54,000 ლარად შეიძინა. ახალი სატრანსპორტო საშუალებით სოფლის ექიმები მერისისა და პირველ მაისის 645 კომლს მოემსახურებიან. საჭიროების შემთხვევაში მედიკოსები გამოძახებას ბინაზე შეასრულებენ. აქამდე სოფლის ექიმებს ბინაზე გამოძახების შესრულება საკუთარი შესაძლებლობებით უხდებოდათ. ავტომანქანების გადაცემა უპირველესად ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის ცენტრების მობილობის გაზრდას და მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დროულ მიწოდებას. აღნიშნულ პირველდ ჯანდაცვის ცენტრებზე ავტომანქანების გადაცემით ქედაში პჯდ ცენტრების სატრანსპორტო საშუალებებით აღჭურვის პროცესი დასრულდება. 2014 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადაფინანსებით 21 მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი შეიძინა და სარგებლობაში შვიდ-შვიდი ავტომანქანა ხულოს, შუახევია და ქედის პირველად ჯანდაცვის ცენტრებს გადასცა. სოფლად პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა და სოფლის მოსახლეობის უწყვეტი სამედიცინო მომსახურება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს სამინისტრო ავტომანქანებს ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვისაც შეიძენს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. „სოფლად პირველადი ჯანდაცვისგანვითარებაზე ხელშეწყობის“ 2016 წლის პროგრამის ფარგლებში 11 ავტომანქანის შესაძენად გათვალისწინებულია 200,000 ლარი. სამინიტრო, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს, ადგილზე დამაგრების მიზნით ხელფასზე დანამატის სახით ყოველთვიურად ურიცხავს 300 ლარს, ბარში დასაქმებულებს 150 ლარს. სამინისტროს ასევე ახორციელებს თემის სამედიცინო პუნქტების მედდების სახელფასო ანაზღაურებას და პირველადი სამედიცინო მოხმარების მედიკამენტებით უზრუველყოფას, აღნიშნული მოსახლეობას საშუალებას აძლევს ადგილზე მიიღოს ექიმამდელი სამედიცინო მომსახურება. 2014 წელს გადამზადდა თემის სამედიცინო პუნქტის 300-მდე მედდა. 2013-2016 წწ აჭარის სოფლის ექიმიებისა და თსპ მედდების მომსახურებით ისარგებლა სოფლად მცხოვრებმა 1,026,742 პაციენტმა. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 48 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და 184 თემის სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს.
(NS)
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)