|
2016-07-29 19:25:48, 1136 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance-მა თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკი ზედიზედ უკვე მეხუთედ დაასახელა საქართველოში წლის საუკეთესო სერვისად ფიზიკური პირებისთვის, ხოლო ზედიზედ მეოთხედ კორპორატიული სეგმენტისთვის. როგორც „ექსპრესნიუსს“ თიბისი ბანკიდან აცნობეს, გარდა ამისა თიბისი ბანკის იურიდიული პირების ინტერნეტბანკი წლის საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად აღიარეს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. მათივე ცნობით, გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდნენ: ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებისრაოდენობა, მომსახურების ხარისხი, შეთავაზებული სერვისების მრავალფეროვნება, ელექტრონული სერვისებით სარგებლობისას მიღებული უპირატესობები, ასევე ინტერნეტ და მობაილბანკის დიზაინი და ფუნქციონალი. თიბისი ბანკმა ამ სფეროში საერთაშორისო მასშტაბის აღიარება არაერთხელ მოიპოვა, რაც ჩვენთვის საამაყოა. Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურება ლიდერია საქართველოსა და რეგიონში,"- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. "მსოფლიოში ყველაზე წარმატებული საცალო და კორპორატიული ბანკები ისინი არიან, რომლებიც ეფექტურად ტრანსფორმირდნენ სრულად ინტეგრირებულ ციფრულ ბანკებად. წლევანდელი დაჯილდოების გამარჯვებულ ბანკებს ესმით, რომ კორპორატიული და საცალო სეგმენტების კლიენტები ფინანსური პარტნიორებისგან მოელიან ადვილად ხელმისაწვდომ ფინანსურ პროდუქტებს და ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც სრულად ინტეგრირებულია მათ ციფრულ ცხოვრებაში," -განაცხადა ჯოსეფ გარაპუტომ, Global Finance-ის გამომცემელმა და სარედაქციო დირექტორმა. Global Finance უკვე 17 წელია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო მომსახურებას ინტერნეტ და მობაილბანკის სფეროში. ჟურნალი რეგულარულად არჩევს სუკეთესო შედეგების მქონე ბანკებს და ფინანსური სერვისების სხვა მომწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის ეს ჯილდოები შედეგების შეფასების სანდო სტანდარტია. ცნობისთვის, Global Finance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. (NS)
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)