|
2016-07-29 18:08:50, 858 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა საკრებულოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარადგინა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარუდგინა. ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ სახელები და გვარები ოფიციალური წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი. „ექსპრესნიუსი“ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი აბესაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მერის მაოდგილედ წარდგენილია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი გიგა ნიკოლეიშვილი, თავად ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე კი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ირაკლი ხუცურაულის კანდიდატურა. რაც შეეხება მეორე მოადგილეს, აბესაძის ცნობით, მეორე მოადგილედ იურიდიული სამსახურის უფროსი ნატო ქიტიაშვილია წარდგენილი. გარდა ამისა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილია ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი უკლება. ცნობისთვის, არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)