|
2015-03-06 14:57:28, 662 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკმა“ ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა
"თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში ონლაინ ოლიმპიადის, eruditor.ge-ს 2014 წლის შემოდგომის სეზონის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პროექტის გენერალურმა სპონსორმა, „თიბისი ბანკმა“ გასული სეზონის გამარჯვებულ VIII-XII კლასის 15 საუკეთესო მოსწავლეს ფულადი პრიზები გადასცა. გამარჯვებულები „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, პაატა ღაძაძემ დააჯილდოვა. ონლაინ-საგანმანათლებლო ტურნირების პორტალის მიერ ორგანიზებული ოლიმპიადის შემოდგომის სეზონში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით ხუთისათასამდე მოსწავლემ მიიღო, მათგან საუკეთესოები კი რვა ძირითად სასკოლო საგანში ჩატარებული ფინალის შედეგად გამოვლინდნენ. ცნობისთვის, Eruditor.ge სხვადასხვა ტიპის სასკოლო ოლიმპიადებს აერთიანებს. მოსწავლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩაერთონ ოლიმპიადაში, გადაამოწმონ ცოდნა და გამარჯვების შემთხვევაში სახვადასხვა უნივერსიტეტების სასწავლო ვაუჩერერები ან სხვა წამახალისებელი პრიზები მოიპოვონ. პროექტს გენერალურ სპონსორობას უკვე მეორე წელია „თიბისი ბანკი“ უწევს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)