|
2016-07-29 14:15:54, 671 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: არიან თაღლითი ადამიანები, რომლებიც გამორჩენას ცდილობენ, თუმცა ეს არავის შერჩება
„არიან თაღლითი ადამიანები, რომლებიც გამორჩენას ცდილობენ, თუმცა ეს არავის არ შერჩება“,-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მერიაში 25 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შესაბამისად, რამდენიმე, ვისაც ხელი წაუცდა და კანონი დაარღვია, რეაგირება მოჰყვა სამართალდამცავების მხრიდან. „დასჯის გარეშე არავინ დარჩება. არიან რიგი თაღლითი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გამორჩენას, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არავის შერჩება. ჩვენ შიდა აუდიტის მეშვეობითაც გვაქვს შემთხვევები, ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს, და ეს არის იმ ეფექტიანი მუშაობის შედეგი, რომელსაც ყველა შემთხვევაში მოჰყვება გამოვლენა", - აღნიშნა ნარმანიამ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)