|
2015-03-06 13:51:53, 688 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ქალმა თავის დაწვა სცადა
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამშენებლო კომპანია „დექსუსის“ და „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, აქციაზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა ქალბატონმა თავის დაწვის მიზნით ბენზინი გადაისხა, თუმცა შემდეგ შეუძლოდ გახდა და პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა გაუწიეს. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ წლების წინ მშენებარე კორპუსებში შეისყიდეს ფართები, რომელთა მშენებლობა ამ დრომდე შეჩერებულია. აქციის მონაწილეები ითხოვენ, შესყიდული ფართების რეგისტრაციას, ზარალის ანაზღაურებას და მათი კუთვნილი ფართებით დაკმაყოფილებას. როგორც დაზარალებულთა ადვოკატი მარინა კორძაძე აცხადებს, მათ განცხადება დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქალაქო სასამართლოში და მთავარ პროკურატურაში შეაქვთ. განცხადების თანახმად, ისინი მოითხოვენ სასამართლოში მოხდეს დაჩქარებული წესით საქმის არსებითი განხილვა, დაზარალებულებს გადაეცეთ შესაბამისი ფართები და სასამართლომ არ გააფორმოს კომპანიის წარმომადგენლებთან საპროცესო გარიგება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)