|
2016-07-28 19:39:14, 880 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წარმოდგენას „რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე გონიოში" დაესწრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე დღეს გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრეში გამართულ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო. გონიოს ციხე, რომლის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული რომაულ კულტურასთან, ერთი დღით რომაული ლეგიონის ადგილსამყოფელად გადაიქცა. ღონისძიებაზე ,,რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე გონიოში'' მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ციხის ვიზიტორებიც ესწრებოდნენ. ციხის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა, ჯარისკაცის ცხოვრებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები, რომაული კერამიკული ნაწარმი. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ე.წ ,,გლადიატორების ორთაბრძოლა''. მსგავსი შოუები ციხის ტერიტორიაზე პერმანენტულად გაიმართება, რაც ერთის მხრივ ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი საშუალება იქნება ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის. ღონისძიებაზე დაჯილდოვდა გონიოს ციხეში ყველაზე მეტი ვიზიტორის შემომყვანი ტურისტული სააგენტო და ის ჟურნალისტები, რომლებსაც ყველაზე მეტი სიუჟეტი ჰქონდათ მომზადებული გონიოს ციხეზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)