|
2016-07-28 14:55:59, 824 ნახვა
საზოგადოება
მერაბ კვირიკაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს, სხვა დაშავებულები კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში განუცხადეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მათი მდგომარეობა უცვლელია. გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე, ასევე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, 4 კი დაშავდა. ინციდენტი ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა. გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობ, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)